დიდი ბრიტანეთი მოსკოვის საფონდო ბირჟას სანქციებს უწესებს - ამ ნაბიჯით ბრიტანეთი შეუერთდა აშშ-ის და რუსეთის საფონდო ბირჟას სანქციები დაუწესა.
შეგახსენებთ, აშშ-ის სანქციების შედეგად მოსკოვის საფონდო ბირჟა დღეიდან დოლარსა და ევროში ვეღარ ვაჭრობს.
მოსკოვის საფონდო ბირჟამ სავაჭრო სესიის წინ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ დოლარისა და რუბლის, ევროსა და რუბლის ვაჭრობა შეჩერდებოდა, ასევე შეჩერდებოდა დოლარსა და ევროში ნომინირებული ობლიგაციებით ვაჭრობაც.
შეგახსენებთ, ბრიტანეთის სანქციების მიზეზი რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული და მიმდინარე ომია. სანქციების ახალი პაკეტის სამიზნე რუსეთის ფინანსური ინფრასტრუქტურაა, რათა რუსეთში ფულის შედინება და რუსეთიდან ფულის გადინება შეიზღუდოს.