BBC -ის ინფორმაციით, რუსული ავიაკომოანია "აეროფლოტის" თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა. შემთხვევის მიზეზი სავარაუდოდ მეხი გახდა, რომელიც თვითმფრინავს აფრენის შემდეგ დაეცა.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, როგორ სარგებლობენ მგზავრები საავარიო გასასვლელით.
თვითმფრინავი ასრულებდა რეისს მოსკოვიდან მურმანსკში, მაგრამ აფრენიდან მალევე კვლავ აეროპორტში დაეშვა.
"რია ნოვოსტის" ცნობით ევაკუირებულია 78-ვე მგზავრი. "ტასის' წყაროს თანახმად, დაშავდა არანაკლებ 10 ადამიანი.

























