რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღამით რუსეთის სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის მოსკოვის მიმდებარე ოლქში, უკრაინის მიერ განხორციელებული დრონების პროპორციული შეტევები იყო. რუსული მედიის ცნობით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა დაახლოებით 100 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
მათივე ინფორმაციით, მოსკოვის რეგიონში 6 დრონი ჩამოაგდეს, აქედან 4 დედაქალაქისკენ მიფრინავდა.
ბრიანსკის ოლქიში ბოლო სამი საათის განმავლობაში ყველაზე მეტი, 35 დრონი გაანადგურეს.
ბრიანსკის რეგიონის გუბერნატორის, ალექსანდრ ბოგომაზი, განცხადებით, დაზარალდა ერთი მშვიდობიანი მოქალაქე.
მედია წერს, რომ ულიანოვსკის ოლქის ნოვოსპასკოეს სოფლის მცხოვრებლების თქმით, ღამით მრავალრიცხოვანი აფეთქების ხმა გაიგეს სავარაუდოდ, თავდასხმა განხორციელდა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე “ენსი-ოილზე”.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ სტავროპოლის მხარეში მდებარე შპს „სტავროლენზე“ განხორციელებულ თავდასხმაზე. კომპანია პოლიეთილენის, პოლიპროპილენის, ბენზოლის და სხვა ნავთობქიმიური პროდუქტების წარმოებითაა ცნობილი.
რამდენიმე რუსულ “ტელეგრამ” არხის ცნობით, მოსკოვისა და სხვა ქალაქების აეროპორტებში განხორციელდა სამხედრო უსაფრთხოების რისკის გამო დაშვების და გაფრენების დროებითი შეზღუდვები. თუმცა, როგორც “როსავიაციის” წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ახლა აღნიშნული შეზღუდვების უმეტესობა სავარაუდოდ მოხსნილია.




























