მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Moss Signior : ნედლეულის ქვეყანაში შემოტანა ჩვენთვის გამოწვევაა

ხავსი

თბილისში მდებარე, სტაბილიზირებული ხავსის მწარმოებელი კომპანია Moss Signior -ის დამფუძნებელი, კონსტანტინე მუშკუდიანი BM.GE-სთან აცხადებს, რომ ნედლეულის ქვეყანაში შემოტანა მათთვის გამოწვევაა.

მისი ინფორმაციით, პრობლემას საზღვარზე მებაჟეების დარწმუნება წარმოადგენს, რომ ნედლეული ბუნებრივია, ეს კი მათ შეფერხებას განაპირობებს.

საქმე ის არის, რომ სტაბილიზებული ხავსი სპეციალურად დამუშავებული ბუნებრივი ტყის ხავსია, რომელიც ინტერიერის გასაფორმებლად გამოიყენება და 7-8 წლის განმავლობაში პირვანდელ მდგომარეობასა და სირბილეს ინარჩუნებს.

„ნედლეული ძირითადად ევროპიდან, კერძოდ საფრანგეთიდან შემოგვაქვს. 1 კვ.მ სტაბილიზირებული ხავსის ღირებულება 900 ლარი ღირს და უნდა აღინიშნოს, რომ ფასებში რაიმე კორექცია ამ ერთი წლის განმავლობაში არ შეგვიტანია,“-აცხადებს მუშკუდიანი.

მისივე ცნობით, კომპანია ონლაინ შეკვეთებს იღებს და ამ ეტაპზე, მაღაზიის ან საგამოფენო სივრცის გახსნას არ გეგმავს. მათი მომხმარებლები როგორც ფიზიკური პირები, ასევე სასტუმროები, კომპანიები და სამინისტროები არიან.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, იქიდან გამომდინარე რომ მათთვის პირველი წელი იყო და მომხმარებლებს სტაბილიზირებული ხავსის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ, წლის განმავლობაში გაყიდვები პოზიტიურად ფასდება.

ინფორმაციისთვის, სტაბილიზირებული ხავსის მწარმოებელი კომპანია Moss Signior ბაზარზე 1 წელია არსებობს და 10-მდე ადამიანს ასაქმებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები