მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაციის მესამე ფაზა ₾15 მლნ დაჯდება

მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე

თბილისის განვითარების ფონდმა გამოაცხადა 15 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი, რომლითაც თბილისში, რუსთაველის გამზირის 6-ში მდებარე ისტორიული შენობის - მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაცია უნდა განხორციელდეს. პროექტისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის ათვისება 2024-2025 წლებში არის განსაზღვრული.

თბილისის მერიამ მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაციის პროცესი 2020 წელს დაიწყო. მისი პირველი ფაზის ღირებულება 33.7 მილიონ ლარს შეადგენდა და ის კომპანია “ინსიმ” განახორციელა.

რეაბილიტაციის მეორე ფაზა 2022 წლის ოქტომბერში გამოცხადდა, ამ ტენდერშიც კომპანია “ინსიმ” გაიმარჯვა, რომელსაც ამ დრომდე თბილისის განვითარების ფონდმა 4 მილიონი ლარი ჩაურიცხა, ხელშეკრულების სრული ღირებულება კი 5.3 მილიონი ლარია, შესაბამისად ამ დრომდე სასახლის რეაბილიტაციაზე 39 მილიონია დახარჯული, რასაც კიდევ 15 მილიონი ლარიც დაემატება, რაც პროექტის საფასურს 54 მილიონ ლარამდე გაზრდის.

სატენდერო პირობების თანახმად, დაინტერესებულ კომპანიებს თბილისის განვითარების ფონდისთვის წინადადების წარდგენის ვადა 26 დეკემბერს ეწურებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები