მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოთხოვნა და ფასები სავაჭრო მოლებში - რითეილ სექტორის ტენდენციები

თბილისში არსებული 1.3 მილიონი კვადრატული მეტრის ფართობის სავაჭრო სივრციდან სავაჭრო მოლებზე მესამედი - 430 ათასი კვ.მ. მოდის - ამის შესახებ Galt&Taggart-ის სავაჭრო უძრავი ქონების ბაზრის ახალ კვლევაშია ნათქვამი. რაც შეეხება ტრადიციულ ბაზრობებს, მათ ყველაზე დიდი, 58%-იანი წილი უჭირავთ (770 ათასი კვ.მ.), ხოლო ცენტრალურ სავაჭრო ქუჩებს – 9% უკავიათ (120 ათასი კვ.მ.). საინვესტიციო ბანკის თანახმად, გააქტიურებული ვაჭრობისა და ძლიერი მოთხოვნის ფონზე, სავაჭრო მოლებში ვაკანტურობის დონე 6.6%-მდე შემცირდა, რამაც საიჯარო ფასების სწრაფი ზრდა გამოიწვია. საშუალო შეწონილი ქირა მოლებში 2020 წლის $15-დან 2025 წლისთვის 101%-ით, $30.2-მდე გაიზარდა კვ.მ.-ზე. Galt&Taggart აღნიშნავს, რომ 2030 წლისთვის სავაჭრო მოლების ფართობს დამატებით 140 ათასი კვ.მ. დაემატება. რა ტენდენციებია სავაჭრო უძრავი ქონების ბაზარზე და როგორია რითეილის გაყიდვების დინამიკა?

სტუმარი: რეზო მაღალაშვილი - "სინომი რითეილის” დირექტორი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები