მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოთხოვნა გაიზარდა. პარალელურად, 10-15%-ით გავზარდეთ ფასიც – Click Events 2023 წელს აჯამებს

მაკა

Click Events-ისთვის 2023 წელი გამორჩეული იყო. გასულ წელს „ქალების ნარატივში“ Click Holding-ის დამფუძნებელი, მაკა ყუბუსიძე აჯამებს.

„ქლიქ ივენთის“ მომსახურებებზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალი იყო 2023 წელს, წინა წელთან შედარებით. შეიძლება ითქვას, რომ 20-30% ზრდაც კი დაფიქსირდა. პანდემიის შემდეგ ბიზნესმა როგორც იქნა ამოისუნთქა, ჩატარდა მეტი კორპორაციული ღონისძიებები, კონფერენციები... დღეში სამი და ოთხი ღონისძიებაც კი გვქონდა ერთმანეთის პარალელურად. ასევე, გვქონდა კერძო ღონისძიებების დაკვეთაც და მზარდი მოთხოვნა დაფიქსირდა უცხოელების მხრიდანაც“, - განაცხადა მაკა ყუბუსიძემ.

მოთხოვნის ზრდის პარალელურად, გაიზარდა „ქლიქ ივენთის“ მომსახურების ფასებიც, რომლებმაც წინა წელთან შედარებით 10-15%-ით .

„განსაკუთრებული მოთხოვნა საქორწინო ტურიზმზე შეიმჩნევა. ყველას სურს მისთვის განსაკუთრებული დღე საქართველოში აღნიშნოს.განსაკუთრებით ამ მიმართულებაზე პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან და დუბაიდან აქტიურობენ, ევროპიდან ნაკლებად. თუმცა, ეს სფერო რომ მეტად განვითარდეს საღონისძიებო სივრცეების ნაკლებობის პრობლემა უნდა აღმოიფხვრას“, - აღნიშნა მაკა ყუბუსიძემ.

შეგახსენებთ, „ქლის ივენთი“ Click Holding-ის ქოლგის ქვეშ მოღვაწე ბიზნესია. Click Holding ქართულ ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს, რომელიც მუდმივად ვითარდება და დღეს მისი ქოლგის ქვეშ არიან ისეთი წარმატებული ბიზნესები, როგორიცაა: Click Events, – ღონისძიებების მართვის და დაგეგმვის კომპანია, Click Tour – გამყვანი ტუროპერატორი, Click Consulting – PR და მარკეტინგული კონსულატცია და Click Studio – პროფესიონალური ფოტო და ვიდეო ფროდაქშენი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები