დედაქალაქში მესამე კვირაა საზაფხულო ბაღი ფუნქციონირებს. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, მოთხოვნიდან გამომდინარე წელს საზაფხულო ბაღების რაოდენობა 45-იდან 50-მდე გაიზარდა, ჯამურად ჩარიცხული აღსაზრდელების რაოდენობა კი 18 500-ია. პროექტის შედეგად, დამატებით ანაზღაურებას სისტემის 3 100 თანამშრომელი მიიღებს. საზაფხულო ბაღები თბილისის ბიუჯეტიდან ექვსი მილიონი ლარით ფინანსდება.
თბილისის მერის თქმით, 2024-2025 სააღმზრდელო წლისთვის ბაღებში რეგისტრაცია პირველ ეტაპზე, 2 700-მა ბავშვმა გაიარა რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნა საკმაოდ მზარდია.
რა ხდება კერძო ბაღებში და როგორ ვითარდება ეს ბიზნესი?
სტუმარი: გიგი სისვაძე - კერძო საბავშვო ბაღების ასოციაცია “მნათის” აღმასრულებელი დირექტორი