მაისში უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8%-ით შემცირდა, თუმცა როგორც Galt & Taggart-ში აცხადებენ, რეალური კლება უფრო დიდი იყო, რაც დაგვიანებული ტრანზაქციების პრაქტიკის გამო ჯერ არ ასახულა.
როგორც Galt & Taggart-ის სექტორული კვლევების მიმართულების უფროსმა კახა სამყურაშვილმა თვის შეჯამებისას განაცხადა, მიზეზი ერთი მხრივ დასვენების დღეების რაოდენობა, მეორე მხრივ კი არასტაბილური გარემო იყო. რაც შეეხება ფასებს, მოთხოვნის შემცირების მიუხედავად ფასი უძრავ ქონებაზე კვლავ მცირედ ზრდას აჩვენებს.
რა ტენდენციებია კერძო სახლებზე და რა ჯდება თბილისის შემოგარენში მიწის ნაკვეთის შეძენა?
სტუმრები: ნიკა ქევხიშვილი - პროექტი „შინვუდის“ მმართველ პარტნიორი;
ილია ინაშვილი - brokeri.ge-ის მმართველი პარტნიორი;