ჩირის მწარმოებელთა რიცხვი საქართველოში ყოველწლიურად იზრდება. ამასთან მზარდია ქართულ, ადგილობრივ ჩირზე მოთხოვნა. კონკურენციის პარალელურად კი ჩირის მწარმოებლები საექსპორტო ბაზრების ათვისებაზეც აქტიურად მუშაობენ და დღეს ქართული ჩირის დაგემოვნება ევროპის არაერთ ქვეყანაშია შესაძლებელი და მათ შორის მუდმივად მიმდინარეობს მუშაობა აშშ-ს ბაზარზე შესვლაზეც. ჩირის კომპანია “ჩიკორი” მიმდინარე წელს 1000 ტონა ხილის ჩაბარებასა და გადამუშავებას გეგმავს, ნედლეულს კია ადგილობრივი ფერმერებისგან იბარებენ. როგორია მათი პროგნოზი და გეგმები წარმოებასთან დაკავშირებით?
სტუმარი: ანანო ბეჟანიშვილი - "ჩიკორის" დირექტორი;