სადღესასწაულო პერიოდთან დაკავშირებით, საშობაოდ ფასები მთელს მსოფლიოში იზრდება. ფასების ზრდა მომხმარებლის მხრიდან მოთხოვნის ზრდიდან გამომდინარეობს, რადგან მომხმარებლები ამ პერიოდში ყიდულობენ საჩუქრებს, საახალწლო დეკორაციებს და გეგმავენ მოგზაურობებს. შედეგად, მზარდი მოთხოვნა ფასებზე პოვებს ასახვას. საშობაო სეზონი სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა დროს იწყება. აშშ-ში საშობაო სეზონი ოქტომბრის დასაწყისში იწყება, კანადაში ოქტომბრის ბოლოს, გაერთიანებულ სამეფოსა და ირლანდიაში კი ნოემბრიდან. ნოემბრის შუა რიცხვებში იწყება საახალწლო სეზონი საქართველოშიც და დამსვენებლები არჩევანის გაკეთება ახალ წლამდე რამდენიმე კვირით თუ თვით ადრეც კი აკეთებენ. რომელი მიმართულებებია საშობაო პერიოდში ყველაზე მოთხოვნადი და რა ღირს მოგზაურობა ამ დროს?