მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოთხოვნა საკმაოდ მზარდია, "ლელიანი" უკვე 30-35%-ითაა დატვირთული - ნიკა გამყრელიძე

ლელიანი

ბიზნესმენ ნიკა გამყრელიძის ინფორმაციით, ოჯახური ტიპის სახლი „ლელიანი“, რომელიც 65 წელს გადაცილებულ ადამიანებს ინდივიდუალურ მოთხოვნებზე მორგებულ მომსახურებას სთავაზობს, უკვე 30-35%-ითაა დატვირთულია.

„მოთხოვნა საკმაოდ მზარდია, რაც ძალიან გვახარებს“, - თქვა „ლელიანის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა #წერტილთან ინტერვიუში.

„ლელიანი“ გადამზადებული პროფესიონალებით დაკომპლექტებული მაღალი სტანდარტის ოჯახური ტიპის სახლია ქალაქ მცხეთაში, რომელიც 65 წელს გადაცილებულ ადამიანებს მათ ინდივიდუალურ მოთხოვნებზე მორგებულ მომსახურებას სთავაზობს. „ლელიანი“ ემსახურება როგორც ჯანმრთელ ხანდაზმულებს, ისე მათ, ვისაც საექთნო და ხანგრძლივი მოვლა ან პალიატიური მზრუნველობა ესაჭიროება.

„რაც ყველაზე მთავარია, ძალიან კარგი უკუკავშირი გვაქვს ჩვენი მობინადრეებისგან და მათი ოჯახის წევრებისგან. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან ფაქტობრივად, ასაკოვანი მოქალაქეების მოვლის ახალ სტანდარტს ვქმნით. ძალიან რთულ სტიგმას ვებრძვით და მნიშვნელოვანია, ბევრი შეცდომა არ დავუშვათ, თუმცა ამაში ერთგვარი აზარტიც არის. ჩვენ ახალს არაფერს ვქმნით - ყველა ნორმალურ დასავლურ ქვეყანაში ეს ჩვეულებრივი სერვისია... არ მეშინია, რომ სტიგმას დავანგრევ“, - განაცხადა ნიკა გამყრელიძემ.

ინფორმაციისთვის: „ლელიანი“ 2024 წლის ბოლოს გაიხსნა. პროექტის საინვესტიციო ღირებულება, დაახლოებით, 7 მლნ ლარი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები