"ტრანსპორტერ ბაიკერს კლუბი" კომპანია "ტრანსპორტერის" ინიციატივით შეიქმნა, რომელიც საყვარელი საქმის სპორტად, ცხოვრების ჯანსაღ და უსაფრთხო წესად ქცევას ისახავს მიზნად. კლუბის ჩამოყალიბების დღიდანვე გეგმები გაწერილია და საქართველოში 2024 წელს 5 მასშტაბური ღონისძიება გაიმართება. პირველი და მასშტაბური შეჯიბრი 2 ივნისს არის დაგეგმილი და მონაწილეობისთვის რეგისტრაცია დაწყებულია. ვისაც სურს, მოტო სპორტში თავი გამოცადოს, რეგისტრაციის დრო 1 ივნისამდეა.