ქართველი ენდურო მრბოლელი გიორგი გახელაძე, რომლის შესახებაც საზოგადოების დიდმა ნაწილმა მის მიერ წყალზე ბაიკით გავლილი დისტანციით დამყარებული რეკორდის შესახებ შეიტყო, სულ მალე რედ ბულის Sea To Sky ტურნირზე გაემგზავრება, რომელიც 10-დან 12 ოქტომბრამდე თურქეთის ქალაქ ქემერში გაიმართება. მისი მხარდამჭერი როგორც ტექნიკური ისე ფინანსური კუთხით არის კომპანია ტრანსპორტერი, რომლის დახმარებითაც სპეციალური ბაიკი შრეკო 300 SE შეიქმნა. გიორგი გახელაძეს მოახლოებულ ტურნირზე წარმატებას ვუსურვებთ და იმედი გვაქვს, რომ კიდევ ერთხელ ასახელებს თავის სამშობლოს.