მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Motorola-მ ახალი, დრეკადი სმარტფონი წარადგინა

სმარტფონი

Motorola-მ გასულ კვირას ახალი სმარტფონი წარადგინა, რომელსაც დრეკადი კორპუსი აქვს და მისი გამოყენება მაჯაზე საათის მაგივრადაც შეგიძლიათ.

მობილურს Full HD მხარდაჭერა იქნება და მისი რამდენიმე ფორმით გადაკეთება, მათ შორის მაგიდაზე სადგამის სახითაც შეგეძლებათ.

მოქნილ ეკრანთან ერთად სმარტფონის კორპუსს ნაჭრის პანელიც აქვს, რაც ხელს უწყობს მის დრეკადობას და ფორმის ცვლილებას. რაც შეეხება მობილური ტელეფონის მაჯაზე, საათის მსგავსად დამაგრებას, ეს ავტომატურად არ ხდება, სმარტფონი ლითონის სამაჯურს მაგნიტურად ემაგრება.

დამატებითი დეტალები, მათ შორის სმარტფონის ტექნიკური მონაცემებისა და შესაძლებლობების შესახებ, ჯერჯერობით უცნობია. ასევე არ ვიცით, როდის დაიწყებს Motorola ინოვაციური სმარტფონების წარმოებას. თუმცა კომპანიის სამომავლო გეგმებში მათი ეფექტური მასობრივი წარმოება ნამდვილად შედის.

პრეზენტაციაზე კომპანიის წარმომადგენელმა ისიც განაცხადა, რომ ტექნოლოგიური ფირმა მომავლის ტექნიკის დახვეწაზე მუშაობს და სამომავლოდ ანალოგიური კონცეპტის სხვა მოწყობილობებსაც შექმნის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები