მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

MOTOROLA-მ სმარტფონ RAZR-ის წარმოება გადადო

5e04adc911524
ნათია თაქთაქიშვილი
26.12.19 17:30
900
როგორც BBC-ი იუწყება, Motorola-მ დაანონსებული სმარტფონის Razr-ის გამოშვების თარიღი გადადო. სმარტფონის სავარაუდო ღირებულება 1,500 აშშ დოალრია (1,170 ბრიტანული სტერლინგი).

ტექნოლოგიური სექტორისთვის, პროდუქტის დაგვიანებით გამოსვლა ჩვეული პრაქტიკაა, თუმცა საქმე ასეთ დროს, როგორც წესი, ტექნიკურ ხარვეზს ეხება ხოლმე. ეს შემთხვევა კი განსხვავდება - თარიღის გადადების მიზეზი Motorola Razr-ის ზედმეტად დიდი პოპულარობაა, რამაც ყიდვის მსურველთა რიცხვი იმაზე მეტად გაზარდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო.

როგორც ცნობილია, Motorola Razr-ის წინასწარი შეკვეთები 2019 წლის 26 დეკემბრიდან უნდა დაწყებულიყო, ტექნოლოგიურ ბაზარზე კი, მისი გამოჩენა 2020 წლის 9 იანვრიდან იგეგმებოდა.

Motorola-ს განცხადებით, კომპანია უნდა დარწმუნდეს, რომ გაზრდილი მოთხოვნის მიწოდებისათვის მზად არის და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაუშვებს ახალ სმარტფონს გაყიდვაში. როგორც კომპანიის ოფიციალური წარმომადგენლები იუწყებიან, საწყის ეტაპზევე, იგეგმება მოდელის წარმოების გაზრდა, რათა Motorola Razr-ის შეძენა ყველა მსურველმა შეძლოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები