მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Motorola Solutions-მა "კომუნიკომს" სპეციალური პრიზი გადასცა

“კომუნიკომი”-ს აღიარება&ჯილდო Motorola Solutions-ის სპეციალური პრიზი
16.09.25 10:27
913

ამერიკულმა მულტინაციონალურმა გიგინტმა Motorola Solutions - მა ქალაქ იზმირში 9-11 სექტემბერს 2025 წლის Local Partner Conference EE&CA - ზე მის პლატინუმ პარტნიორ ქართულ კომპანია კომუნიკომთან 10 წლიანი ნაყოფიერი და შედეგიანი პარტნიორობა გამოყო და "კომუნიკომი" სპეციალური პრიზით დაააჯილდოვა.


კონფერენციის დროს განხილული იყო "მოტოროლა სოლუშენსის" მიდგომები, ხედვა და ონოვაციური გადაწყვეტილებები, რადიოკავშიგაბმულობის და ვიდეოსამეთვალყურეო ბაზრისთვის მომავალი 2 წლის განმავლობაში.

კონფერეციას კომუნიკომის დამფუძნებელი და დირექტორი გიორგი შვანგირაძე და გაყიდვების დირექტორი ირაკლი მშველიძე დაესწრნენ.
"მოტოროლა სოლუშენსი" ლიდერია კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო პროდუქტების, გადაწყვეტილებებისა და სერვისების სფეროში.

კომპანია ქმნის და აკავშირებს ტექნოლოგიებს ადამიანების, ქონებისა და ადგილების დასაცავად, რაც ხელს უწყობს საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამყარებას ქვეყნის და მსოფლიო უსაფრთხოების მასშტაბით.


მსგავსი ჯილდო "კომუნიკომს" 2020 და 2023 წლებშიც აქვს მიღებული სხვადასხვა წარმატებული პროექტისთვის, რომლებიც მოტოროლა სოლუშენსთან პარტიორობით საქართველოში წარმატებით განხორციელდა .

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები