მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მოწოდება პერსონალური სანქციებისკენ - რა წერია ივანიშვილზე ევროპარლამენტის რეზოლუციაში?

ბიძინა ივანიშვილი
09.07.25 15:51
1191

დღეს, ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო, რომელშიც მათ შორის არის მოწოდება „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სანქცირების შესახებ.

დოკუმენტი საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაზე პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილსა და "ქართული ოცნების" სხვა ლიდერებს აკისრებს, რადგან მათ კონსტიტუციაში გაწერილი ევროატლანტიკური კურსის საწინააღმდეგო პოლიტიკა აქვთ.

დოკუმენტში არის მოწოდება ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და მისი კომპანიების წინააღმდეგ დაუყოვნებლივ და მიზანმიმართული პერსონალური სანქციების დაწესებაზე და მოუწოდებს ევროკავშირს, სხვა იურისდიქციებთან, კერძოდ, გაერთიანებულ სამეფოსთან თანამშრომლობით, გაყინოს ივანიშვილის ფინანსური აქტივები.

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები