საქართველოში მოცვის მოსავლის აღების პროცესი დაახლოებით 20 მაისიდან დაიწყო და ივლისის პირველ კვირებამდე გაგრძელდება. წინასწარი პროგნოზით, მწარმოებლები ამბობენ, რომ 2024 წლის მოსავალი რაოდენობრივი და ხარისხობრივი კუთხით, საკმაოდ დამაიმედებელ მოლოდინებს აჩენს. მოსავლის აღების პარალელურად მალფუჭებადი პროდუქტი მალევე უნდა დაბინავდეს. შესაბამისად, ექსპორტიც უკვე დაიწყო.