მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოცვის რეკორდული მოსავალი - ფერმერები ფასების კლების და კლიმატით გამოწვეული სირთულეების წინაშე დგანან

წელს საქართველოში მოცვის რეკორდულ - 10 000 ტონაზე მეტ მოსავალს ელიან, თუმცა, მიუხედავად უხვი მოსავლისა, სეზონი ფერმერებისთვის რთული აღმოჩნდა. ფერმერები ფასების კლებისა და კლიმატური პირობებით გამოწვეული სირთულეების წინაშე დგანან. ცივი სეზონის გამო, პროდუქციის დამწიფების პროცესი შეფერხდა, რამაც ბაზარზე ერთბაშად დიდი მოცულობის პროდუქტი გააჩინა. ფასები შემცირებულია საერთაშორისო ბაზრებზეც. ევროპელმა მწარმოებლებმა სეზონი მოსალოდნელზე ადრე დაიწყეს, რამაც ბაზარზე მიწოდება გაზარდა. რა ალტერნატიულ ბაზრებზე მუშაობენ მოცვის ადგილობრივი მწარმოებლები და რა ლოგისტიკური და ინფრასტრუქტურული გამოწვევების წინაშეა დარგი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები