მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მოთხოვნა A კლასის ბიზნეს ცენტრებზე გაიზარდა“ - თიბისი კაპიტალი

63c0f0795e326
თათია ჩაფიჩაძე
13.01.23 22:00
627
თიბისი კაპიტალის მიხედვით, 2022 წელს ბიზნეს ცენტრებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად აღდგა. სექტორის 2022 წლის მიმოხილვაში ნათქვამია, რომ ზრდა განსაკუთრებით A კლასის ბიზნეს ცენტრებზე მოდის, სადაც ფასი 26$-ია, შედარებისთვის B კლასში ფასი 13$-ის ფარგლებში მერყეობს.

როგორც თიბისი კაპიტალის უფროსი ასოცირებული მკვლევარი გიორგი მჟავანაძე აცხადებს 50%-ით გაიზარდა მოთხოვნა საერთო სამუშაო სივრცეებზეც.

„2022 წელის მეორე ნახევრიდან ბიზნეს ცენტრებში მობილობა აღდგა და საოფისე ფართებში, ბოლო 3 წელში ეს პირველად მოხდა. უფრო გაზრდილია მოთხოვნა A კლასის ბიზნეს ცენტრებში სადაც იჯარის ფასი 26$-ია, ხოლო B კლასში ორჯერ ნაკლებია, დაახლოებით 13$-მდე. ვაკანტურობა 12%-მდეა თუმცა აღსანიშნავია, რომ მიწოდების დიდი ზრდა იყო 2 წელში და ეს ხელს უშლის მის შემცირებას.

კიდევ გაიზარდა მოთხოვნა საერთო სამუშაო სივრცეებზე, რაც მიგრაციით იხსნება, აქ იჯარის ფასის ზრდა წინა წელთან შედარებით გაორმაგებულიც კი იყო. ამ სექტორმა გასულ წელს აქტიური ზრდა აჩვენა. ბათუმშიც 7-8 სივრცე გაიხსნა, რაც მოთხოვნაზე მეტყველებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გრძელვადიან პერიოდში დამკვიდრებული ბიზნეს კულტურა იქნება და მოთხოვნა მომდევნო წლებში ძლიერი დარჩება,“ - განაცხადა მჟავანაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები