მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოთხოვნა გაიზარდა, ბიზნესებს საოფისე ფართებში დიდი თანხის გადახდა აღარ უღირთ - "ტერმინალი"

61e6dc913f5e9
ლიკა გურაბანიძე
19.01.22 01:00
1652
საქართველოში საერთო სამუშაო სივრცეებზე მოთხოვნა მზარდია. როგორც „ტერმინალის” გაყიდვების და მარკეტინგის დირექტორმა თამარ ჯინჭარაძემ “საქმიან დილას” განუცხადა, მათ პანდემია შესაძლებლობად გამოიყენეს და 2021 წელი გაუმჯობესებული მაჩვენებლებით დახურეს.

“2020 წელს ჩვენი სივრცეების დატვირთულობა 30%-მდე იყო, ხოლო 2021 წელს 75%-მდე გაიზარდა. 2021 წელს 2020-თან შედარებით სივრცეებზე მოთხოვნა 48%-ით გაიზარდა. თუ 2020 წელს "ტერმინალში" დღიურად 400-500 ადამიანი დადიოდა დღეს, დღიურად "ტერმინალის" 5 ფილიალი 2 000-2 500 ადამიანს ატარებს. 2021-მა წელმა გვაჩვენა, რომ ეს ინდუსტრია მხოლოდ მზარდია და ამ ზრდას ჯერ ვერაფერი აჩერებს.

ჩვენი დაკვირვებით ბაზარზე ტენდენცია გამოიკვეთა, რომ ბიზნესებს საოფისე ფართებში დიდი თანხების გადახდა აღარ უღირთ. ბიზნესები უზარმაზარ სივრცეებში პანდემიის დროს დამატებით თანხებს იხდიდნენ. მაგალითად, 40 თანამშრომლიდან კომპანიაში 20 ადამიანი დადიოდა და დანარჩენი 20 თანამშრომლისას ტყუილად იხდიდნენ. ამიტომ, დღეს ისინი არჩევანს სწორედ საერთო სამუშაო სივრცეებზე აკეთებენ", - აღნიშნა თამარ ჯინჭარაძემ.

მისივე თქმით, სწორედ მოთხოვნის ზრდამ გამოიწვია ის, რომ კომპანია 2022 წლის გაზაფხულზე, აჭარაში კერძოდ კი, ბათუმში ახალ ფილიალს გახსნის, თუმცა დამატებით დეტალებს მოგვიანებით გააჟღერებს.

“ტერმინალი”, 2019 წელს ბაზარზე 2 ფილიალით შემოვიდა და ახლა ჯამში, 6 საერთო სამუშაო სივრცეს ფლობს. სივრცეს ამჟამად 80% ქართველი, ხოლო 20% უცხოელი წევრი ჰყავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები