მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ მშენებლობის ტემპი დავაჩქარეთ“ - ნოშიკო ნამორაძე "კრწანისი რესორტ რეზიდენსზე"

63b54547054b2
ვიქტორია მღებრიშვილი
04.01.23 14:50
6672
“VR ჰოლდინგის” დამფუძნებლის ნოშიკო ნამორაძის განცხადებით, "კრწანისი რესორტ რეზიდენსზე", როგორც საცხოვრებელ და საინვესტიციო პროექტზე მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ მშენებლობის ტემპის დაჩქარება მოუწიათ. ამის შესახებ ჰოლდინგის მმართველმა BMGtv-სთან „თიბისი კონცეპტის“ რუბრიკაში კომპანიისთვის 2022 წლის შეფასებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „კრწანისი რესორტ რეზიდენსით“ დაინტერესება როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე დიდია.

„სწორედ აღნიშნული ზემოთ ხსენებული კონცეფციიდან გამომდინარე პროექტზე მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ მშენებლობის ტემპი მაქსიმალურად დავაჩქარეთ და 4-5 ფაზების პროექტირება და მშენებლობა პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს“, - აღნიშნა ნოშიკო ნამორაძემ.

„VR ჰოლდინგის” დამფუძნებელი ამბობს, რომ პროექტის მიმართ ასეთი ინტერესი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასთან პირდაპირ კავშირშია.

"VR ჰოლდინგით შეგვაქვს ჩვენი პოზიტიური წვლილი ეკონომიკის განვითარებაში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან დაინტერესებული არიან ჩვენს პროექტში უძრავი ქონების შეძენით, როგორც საცხოვრებელი, ასევე საინვესტიციო მიზნით. შესაბამისად, მიმდინარე ტრანზაქციებით ქვეყანაში ხდება ინვესტიციების შემოდინება, რაც პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურობასა და კეთილდღეობასთან.

ჩვენი კომპანია ქვეყანაში ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელი დეველოპერია, გვყავს ასობით ქვეკონტრაქტორი კომპანია, რომლებიც სამუშაოებს გვისრულებენ.

ჩვენი ძლიერი და მაღალკვალიფიციური გუნდი მრავალ ადამიანს და ოჯახს ითვლის, კომპანია იზრდება და დასაქმებულთა რიცხვიც იზრდება, რაც ძალიან გვახარებს“, - განაცხადა ნოშიკო ნამორაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები