მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მოთხოვნა სულ უფრო იზრდება" – ვეგანური სოუსების საწარმოს გეგმები

641157b215a75
ნანუკა ნარიმანიძე
16.03.23 09:00
1019
ვეგანური ჟელე-სოუსების დამამზადებელი ქართული კომპანია „მალენტა“ ექსპორტზე გასვლას გეგმავს, - ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა მარი კვერნაძემ Bm.ge-თან ინტერვიუში ისაუბრა.

„მალენტა“ 6-8 თვეა ბაზარზე ოპერირებს და მომხმარებელს ბოსტნეულსა და ხილის ბაზაზე დამზადებულ ჟელე-სოუსებს სთავაზობს.

„ამ დროისთვის 6 სახის ვეგანურ სოუსს ვთავაზობთ მომხმარებელს. ჩვენი პროდუქცია მოიხმარება, როგორც დესერტებსა და კოქტეილებში, ისე ხორცთან, ყველის დაფებსა და სალათებში, გემოები ძალიან მრავალფეროვანია და ნებისმიერი გემოვნების მქონე ადამიანს მოაწონებს თავს“,- აღნიშნა დამფუძნებელმა.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას, მარი კვერნაძე აღნიშნავს, რომ გეგმები დიდია.

„ზაფხულიდან ასორტიმენტის გაფართოება იგეგმება. პროდუქციას კენკრის ჟელე-სოუსი შეემატება, ასევე დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, ვფიქრობთ ზეთების დამზადებასაც“, - დასძინა მან.

სამომავლო გეგმებშია გაფართოება და ექსპორტზე გასვლაც: „ახალი წლიდან შევედით „გუდვილში“, გაზაფხულიდან კი ვაპირებთ სხვა ქსელურ მაღაზიებში შესვლასაც. გარდა ამისა, ვფიქრობთ ექსპორტზე გასვლას. ამ ეტაპზე ევროპისთვის ფინანსურად მზად არ ვართ, განიხილება სომხეთისა და აზერბაიჯანის ბაზრებიც“, - განმარტავს დამფუძნებელი.

კომპანია თვეში 3000-5000 ქილას აწარმოებს, თუმცა, მარი კვერნაძე ამბობს, რომ რესურსი გაცილებით დიდი აქვს და ამას აუცილებლად გამოიყენებს.

კომპანიაში დასაქმებულია 5 ადამიანი. პროდუქციის შეძენა სოციალურ პლატფორმებზე, „გუდვილსა“ და აგრობუტიკ „ფერმაშია“ შესაძლებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები