მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მოულოდნელი გაფიცვის გამო ჰამბურგის აეროპორტმა მუშაობა სრულად შეწყვიტა

დაკეტილია

წინასწარი გაფრთხილების გარეშე გაფიცვის გამო, ჰამბურგის ჰელმუტ შმიდტის აეროპორტმა მუშაობა სრულად შეწყვიტა.

აეროპორტი მგზავრებს მოუწოდებს, მათი ფრენების შესახებ ინფორმაციისთვის შესაბამის ავიაკომპანიას დაუკავშირდნენ. გაფიცვა, რომლის გამოც 283 ფრენა გაუქმდა Ver.di-ს პროფკავშირების მიერაა ორგანიზებული. პროფკავშირების წარმომადგენლის თქმით, ხელფასების შესახებ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.

პროფკავშირის განცხადებით , ხვალიდან გაფიცვის ეფექტი აისახება შემდეგ აეროპორტებზე: მიუნხენის, შტუტგარტის, ფრანკფურტის (მაინი), კიოლნი-ბონის, დიუსელდორფის, დორტმუნდის, ჰანოვერის, ბრემენის, ჰამბურგის, ბერლინ-ბრანდენბურგის და ლაიფციგ-ჰალის.

მოთხოვნა, ხელფასების ზრდაა.

მედია წერს, რომ სავარაუდოდ, ორშაბათს 3400 ფრენა გაუქმდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები