მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Mountain Fest 2026 - კოკა-კოლა და სასტუმრო „ამბასადორი გოდერძი“ ზამთრის ჯადოსნურ დღეს შექმნიან

24 იანვარს ჯადოსნური განწყობა გელოდებათ ამბასადორი გოდერძიზე. მთის ფესტივალი/Mountain Fest იწყება კურორტ გოდერძიზე, კომპანია კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიასა და სასტუმრო ამბასადორი გოდერძის ორგანიზებით. კოკა-კოლა მუდმივად ქმნის და ავითარებს ისეთ ფესტივალებსა და მასშტაბურ ღონისძიებებს, რომლებიც ადამიანებს აერთიანებს და დაუვიწყარ ემოციას ქმნის. სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძიზე ზამთრის სეზონი უკვე გახსნილია და ახლა საუკეთესო დროა სრიალისთვის, თოვლით დაფარული მთების, სუფთა ჰაერისა და ულამაზესი პეიზაჟების მოსანახულებლად. ფესტივალის ფარგლებში სტუმრებს ადგილზე Coca-Cola MIX ბარი, კოკა-კოლას მიერ სპეციალურად დაგეგმილი მრავალფეროვანი აქტივობები, გათამაშებები და ბრენდული, საკოლექციო საჩუქრები ელოდებათ. დღის განმავლობაში სტუმრები შეძლებენ სასიამოვნო დროის გატარებას მუსიკის ფონზე. თუ გსურთ თოვლი, მთები, სრიალი, მუსიკა და კოკა-კოლას ხელწერით შექმნილი განსაკუთრებული ატმოსფერო - 24 იანვარს „მთის ფესტივალი / Mountain Fest“ გოდერძიზე გელოდებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები