საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პლანეტის უმდიდრეს ადამიანთან, ილონ მასკთან ერთად ფოტოს აქვეყნებს.
პრეზიდენტი, რომელიც პარიზში იმყოფება, სოციალურ ქსელში წერს, რომ შესანიშნავი საუბარი ჰქონდა ილონ მასკთან საქართველოში არსებულ ვითარებაზე.
"მოუთმენლად ველი მას ჩვენს ქვეყანაში",- დაწერა პრეზიდენტმა.
Excellent exchange with @elonmusk about the situation in Georgia. I look forward to welcoming him in our country 🇬🇪🇺🇸 pic.twitter.com/huW5sei9bE
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) December 7, 2024
მსოფლიო ლიდერები პარიზში ნოტრ-დამის რესტავრირებული ტაძრის გახსნის ცერემონიას დაესწრნენ.




























