განათლების სამინისტრო საატესტატო და მისაღებ გამოცდებში ცვლილებების შეტანაზე მუშაობს, დეტალები საზოგადოებისთვის 2019 წლის დასაწყისში გახდება. ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა „საქმიანი დილის“ შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. ბატიაშვილმა აღნიშნა, რომ ცვლილებები აბიტურიენტების ინტერესების გათვალისწინებით შემუშავდება, თუმცა მოესწრება თუ არა შეცვლილი ფორმატით გამოცდების ჩატარება 2019 წელს, მინისტრს არ დაუკონკრეტებია.
"ამჟამად მიმდინარეობს შეფასება თუ რამდენად ადეკვატური და პასუხისმგებელია სისტემა. ამის დასრულების შემდეგ ჩვენს შეფასებას და ხედვას, მომავალი წლის დასაწყისში გამოვაცხადებთ. რაც შეეხება საკითხს თუ რა ცვლილებები უნდა განხორციელდეს, ამაზე ვმუშაობთ. რაც მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით შეფასებები მიმდინარეობს, მუშაობა დაწყებულია და უახლოეს პერიოდში მექნება კონკრეტული ხედვა, როგორც დამამთავრებელი კლასების, ასევე ეროვნულ გამოცდებზე გამსვლელი აბიტურიენტების შესახებ.
გპირდებით, რომ მომავალი წლისთვის ჩვენი გეგმა გახდება ცნობილი და ვეცდებით, რომ აბიტურიენტებმა, პედაგოგებმა და მშობლებმა ამის შესახებ რაც შეიძლება ადრე გაიგონ. როდის დაინერგენა ცვლილებები, ამის შესახებაც წლის დასაწყისში მოგაწვდით ინფორმაციას", - განაცხადა ბატიაშვილმა.