მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Movement ახალ ეტაპზე გადადის

61abc42b21f99
მარიამ ადამია
04.12.21 23:33
436
Movement -ეს ციფრული მედია პლატფორმაა, რომლის დამაარსებლები ანანო ბაკურაძე და ეკა ქადაგიშვილი არიან. კინემატოგრაფიული თხრობის სტილით, კამერის არატრადიციული მოძრაობითა და თანამედროვე მედია-ტექნოლოგიებით, ისინი გვიყვებიან სოციალურ-კულტურულ ემოციებსა და ფიქრებზე.

ამბობენ, რომ Movement-ის მაყურებელი ყოველი ვიდეოს შემდეგ მზარდია, თუმცა დღეს პლატფორმა ახალ ეტაპზეა და სულ სხვა თხრობის სტილზე გადადიან, რასაც თავისი მიზეზები აქვს.

“ძალიან ბევრმა დაიწყო უკვე ამ საქმის კეთება და სულ ვეძებთ ახალი თხრობის ფორმებს. ვგეგმავთ შედარებით უფრო ვრცელი და დოკმენტური სტილის ვიდეოები შევქმნათ,” - აღნიშნავს ანანო ბაკურაძე, გადაცემა “საქმიან დილაში”, რომელიც პარალელურად Forbes-საქართველოს 30 წლამდელთა 2020 წლის სიის წევრი და ერთ-ერთი გამარჯვებულია.

მისი თქმით, 4 წლის წინ, როდესაც ამ საქმეს იწყებდნენ, კომპანიები დიდ სარეკლამო საშუალებებთან თანამშრომლობდნენ და მათთვის წარმოუდგენელი იყო storytelling-ის გზით რეკლამის კეთება. Movement-მა კი შესთავაზა ალტერნატიული გზა და საშუალება. როგორც ამბობენ, ექსპერიმენტმა გაამართლა.

“შევთავაზეთ ალტერნატიული კომუნიკაციის გზა, რომ მოგვეყოლა ამბები, რომლებიც დიდ კომპანიებს აქვთ და დავარწმუნეთ, რომ ეს მათთვის ბევრად უფრო დაბალბიუჯეტური და ეფექტური იქნებოდა. კომპანიებიც დაგვთანხმდნენ. ისინი დღემდე ჩვენი მომხმარებლები და მაყურებლები არიან. და სწორედ ამიტომ მოვიგონეთ ჩვენ თხრობის განსხვავებული ფორმაც და სტილიც, რომელსაც მოვარგეთ აუდიტორია. შედეგად კი ეს იყო ახალი სიტყვა ქართულ ბაზარზე”, - აღნიშნავს ანანო ბაკურაძე.

დღეს Movement ორ მიმართულებას აერთიანებს, პირველი ესაა საგანმანათლებლო მხარე, რომელიც აშშ-ის საელჩოს დახმარებით შეიქმნა, ხოლო მეორე Production, სადაც მთავარი კონტენტი იქმნება. ხოლო საკუთარ საქმეში მთავარ, ხელისშემშლელ ფაქტორად, ქვეყანაშ შექმნილ არასტაბილურ პოლიტიკურ ვითარებას ასახელებენ.

“მთავრობის მხრიდან იმხელა აგრესია ინერგება ჟურნალისტების მიმართ, რომ ეს ჩვენც გვიშლის ხელს მუშაობაში, მიუხედავად იმისა, რომ არ ვართ ტრადიციული მედიის წარმომადგენლები, თუმცა მაინც გვეხება”, - განაცხადა ბაკურაძემ.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ანანო ბაკურაძის თქმით, Movement-ის შემდეგი ეტაპი უკვე დოკუმენტური ვიდეომასალის შექმნა და გაზიარება იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები