მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მოვისმენთ მთელი სექტორის ხედვას და ფასების შემცირებასთან დაკავშირებით დაიგეგმება მომდევნო ნაბიჯები - ჟორჟოლიანი

ლევან ჟორჟოლიანი

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, ფასების შემცირებასთან დაკავშირებით მომდევნო ნაბიჯები დარგის ყველა წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ დაიგეგმება. ამის შესახებ ლევან ჟორჟოლიანმა "პროდუქციის ფასების კომისიისა" და რიტეილერების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"სურსათის ფასებზე სამთავრობო საკოორდინაციო კომისია შეხვდა ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს, მათ დამფუძნებლებს, დირექტორებს, განვიხილეთ სასურსათო ფასებზე ფასნამატები საიდან შედგება, ეს იქნება იჯარა, ხელფასები თუ ნებისმიერი სხვა", - აღნიშნა მან და დასძინა რომ, გამოითქვა მზაობა ერთობლივი მუშაობის გაგრძელებისთვის.

„ჩვენ გავაგრძელებთ შეხვედრებს მწარმოებლებთან, დისტრიბუტორებთან. ვფიქრობთ, საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრები გამოგვივა, რითაც საერთო ჯამში მოვისმენთ მთელი სექტორის ხედვას ფასნამატებთან მიმართებით. შემდგომ დაიგეგმება მომდევნო ნაბიჯები უკვე ფასების შემცირებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები