რესპუბლიკელი სენატორი როჯერ უიკერი ბაიდენის ადმინისტრაციას "ქართული ოცნების" ლიდერების სანქცირებისკენ მოუწოდებს. სენატორის შესაბამის განცხადებას X-ზე აშშ-ის ჰელსინკის კომისია აქვეყნებს.
„ვიტყოდი, რომ აშშ-მ უფრო გაბედული და დროული გადაწყვეტილებები უნდა აჩვენოს. ასეთ დროს სანახევრო ზომები მცდარი გზავნილია. ამიტომ, მოვუწოდებ ბაიდენის ადმინისტრაციას, დაასანქციროს "ქართული ოცნების" ლიდერები, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი, კახა კალაძე და პრემიერ-მინისტრი კობახიძე. საქართველოს თავისუფლების მოყვარე ხალხის სახლია, რომლებიც ერთ დროს მოსკოვის ფეხქვეშ იყვნენ და იქ დაბრუნება არ სურთ",- განაცხადა სენატორმა.
.@SenatorWicker: I call on the Biden administration to sanction the leaders of Georgian Dream including Bidzina Ivanishvili, Kakha Kaladze, and Prime Minister Kobakhidze. pic.twitter.com/34WBtI1fsV
— U.S. Helsinki Commission (@HelsinkiComm) December 21, 2024

























