მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას მკაცრი რეაგირებისკენ - სალომე ზურაბიშვილი ბიჭვინთაზე

პრეზიდენტი
27.12.23 14:59
422

ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის იჯარით გადაცემის საკითხს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილი Twitter-ის პლატფორმით აღნიშნავს, რომ ეს ნაბიჯი წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიის მცოცავი ანექსირების პოლიტიკის გაგრძელებას.

“მკაცრად ვგმობ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის მორიგ მიტაცებას და მათ მცოცავ ანექსირების პოლიტიკას. ძლიერი რეაქცია, რაც პასუხად ვიხილეთ ბიჭვინთის აგარაკის გადაცემით, არის განგრძობადი ოკუპაციის შედეგი.

მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას მკაცრი რეაქციის გამოვლენისკენ,”- წერს საქართველოს პრეზიდენტი.

ბიჭვინთის აგარაკები აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ რუსეთს 49 წლის ვადით გადასცა.

მომხდარს ასევე გმობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო:

"აფხაზეთის რეგიონის ოკუპაციის პირობებში ტერიტორიის გადაცემაზე გაფორმებულ ე.წ. შეთანხმებას ვერ ექნება რაიმე სახის სამართლებრივი შედეგი", - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემას ეხება. როგორც სამინისტროში აცხადებენ, მსგავსი სახის ე.წ. შეთანხმება იურიდიული ძალის არმქონე და ბათილია.

"აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პარლამენტის მიერ, რუსეთის ფედერაციისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის შესახებ ე.წ. შეთანხმების რატიფიკაცია წარმოადგენს მორიგ უკანონო ქმედებას და რუსეთის მიერ საქართველოს განუყოფელი რეგიონების ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელებას, რაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს. საერთაშორისო სამართლებრივი თვალსაზრისით, ნებისმიერი მსგავსი სახის ე.წ. შეთანხმება იურიდიული ძალის არმქონე და ბათილია. შესაბამისად აფხაზეთის რეგიონის ოკუპაციის პირობებში ტერიტორიის გადაცემაზე გაფორმებულ ე.წ. შეთანხმებას ვერ ექნება რაიმე სახის სამართლებრივი შედეგი", - აღნიშნულია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები