ნატოს გენერალური მდივანი, მარკ რუტე, საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და ქვეყანას ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნებისკენ მოუწოდებს - ამის შესახებ რუტემ ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ისაუბრა.
ჟურნალისტის კითხვაზე, როგორც უპირისპირდება ნატო გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც მოლდოვასა და საქართველოს არჩევნებში, სავარაუდოდ, რუსული ჩარევა შეინიშნებოდა, რუტემ თავისუფალ ელექტორალურ პროცესსში ნებისმიერი სახის ჩარევა დაგმო.
"ვგმობთ ნებისმიერი ტიპის ჩარევას NATO-ს წევრი ქვეყნები თავისუფალ არჩევნებში, ვღელავთ იმის გამო, რაც მოლდოვაში მოხდა, თუმცა საბოლოო შედეგებით კმაყოფილი ვართ, რადგან, მიუხედავად აშკარა ჩარევისა, მოლდოვამ შეძლო საარჩევნო პროცესი დემოკრატიული პრინციპებთან თანხვედრაში ჩაეტარებინათ.
რაც შეეხება საქართველოს, ჩვენთვის სანერვიულო ის არის, რა ამჟამად ხდება საქართველოში. თვალს ვადევნებთ მოვლენების განვითარებას და მოვუწოდებთ საქართველოს, დაბრუნდნენ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ევროკავშირისა და ნატოსკენ. თუმცა ძალიან ვღელავთ და ვადევნებთ თვალს მიმდინარე მოვლენებს.როცა საქმე ეხება არჩევნების პროცესში ჩარევას, ეს მიუღებელია ყველა მხრიდან", - განაცხადა მარკ რუტემ.