მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეცვალოს კურსი - გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო

ანალენა ბერბოკი
18.09.24 15:27
341

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ X-ის ანგარიშზე აქვეყნებს განცხადებას საქართველოსთან დაკავშირებით და საქართველოს ხელისუფლებას აღებული კურსის შეცვლისკენ მოუწოდებს.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს შეშფოთებას ანტი-ლგბტ კანონთან დაკავშირებით, რომელიც სამინისტროს შეფასებით დისკრიმინაციას ისახავს მიზნად. საგარეო საქმეთა სამინისტრო მიუთითებს ვენეციის კომისიის დასკვნაზეც, რომლის შეფასებითაც აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი ადამიანის უფლებებს არღვევს.

"საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო პაკეტი მიზნად LGBTQI ადამიანების დისკრიმინაციას ისახავს. ეს ადამიანების სამოქალაქო უფლებებს არღვევს, როგორც ვენეციის კომისიამ აღნიშნა და საქართველოს ევროკავშირს კიდევ უფრო აშორებს. მოვუწოდებთ საქართველოს კურსი შეცვალოს!“ - წერს გერმანიის საგარეო საქმეთა საკუთარ X-ის ანგარიშზე.

შეახსენებთ, 17 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო პაკეტი "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები