მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მოვუწოდებთ საქართველოს ხელმძღვანელობას, ქვეყანა დემოკრატიულ გზაზე დააბრუნოს - სტივენ დაუთი

სტივენ დაუთი

ევროპის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი სტივენ დაუთი "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს, შეცვალოს რეპრესიული კანონმდებლობა, გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები და ქვეყანა დემოკრატიულ გზაზე დააბრუნოს. მისი ეს კომენტარი საქართველოზე კითხვის საპასუხოდ გააკეთა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის სახელით.

"საქართველოში დემოკრატია საფრთხის ქვეშაა და ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს ევროპელ მოკავშირეებთან ამ შეშფოთებაზე რეაგირებისთვის.

გასული წლის ოქტომბერში, მე კიდევ ერთხელ გავუზიარე ჩემი შეშფოთება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ბოჭორიშვილს დემოკრატიული უკუქცევის, ოპოზიციის დაპატიმრებებისა და მოკავშირე ელჩებზე თავდასხმების შესახებ.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელმძღვანელობას, შეცვალოს რეპრესიული კანონმდებლობა, გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები და ქვეყანა დემოკრატიულ გზაზე დააბრუნოს",- აღნიშნულია დაუთის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები