მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, უზრუნველყოს მედიისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო - მედიის ადვოკატირების კოალიცია

6452258fe4a76
BM.GE
03.05.23 13:11
396
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, უზრუნველყოს მედიისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო, - ამის შესახებ მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადებაშია აღნიშნული.

"3 მაისს თავისუფალი სამყარო პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. კოალიცია ულოცავს ამ დღეს ყველა ჟურნალისტს და მედიაში დასაქმებულ ადამიანს, რომელიც, ხშირად, საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის ფასად ეწევა პროფესიულ საქმიანობას.

უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოში მედიის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა. ჟურნალისტებზე ფიზიკური თავდასხმები, უკანონო თვალთვალი, საჯარო ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვა, პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიებები და სასამართლო პროცესები არის მხოლოდ ნაწილი იმ გამოწვევებისა, რომელთა წინაშეც დგას კრიტიკული მედია.

წელს, პირველად, საქართველოს ყავს პატიმარი მედია მენეჯერი, რომლის საქმეც გავლენიანი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შეფასებულია, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული და ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორი ნიკა გვარამია შეყვანილია პროფესიული საქმიანობისთვის დაპატიმრებული ჟურნალისტების სიაში.

მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს ხელისუფლებას გააცნობიეროს თავისი ვალდებულება და უზრუნველყოს მედიისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო და დაიცვას სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში", - ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.