მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მოვყვები, რატომ არის ეს საკითხი ორკესტრირებული და რატომ არის სახელმწიფოს მხრიდან ზეწოლა"

5c7ce63a2d90a
შოთა ტყეშელაშვილი
04.03.19 12:47
1204
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე "თიბისი ბანკის" და "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის სიტყვით გამოსვლა დაიწყო.

„დიდი მადლობა ბატონო თავმჯდომარე და დეპუტატებო, დიდი პატივია, რომ მომეცა საშუალება გამოვსულიყავი თქვენს წინაშე. საზოგადოებრივი ინტერესი არის ძალიან მაღალი, ჩვენი ინტერესიც არის მაღალი, რომ გაირკვეს რეალურად რა ხდება. მე ვარ მზად, მოგაწოდოთ დეტალური ინფორმაცია და ვუპასუხო ნებისმიერ კითხვას, რასაც დამისვამთ. ვეცდები ვიყო ლაკონური, რამეთუ საკითხი ეხება ძირითადად ერთი წლის - 2007-2008 წლებში განხორციელებულ ტრანზაქციებს. ჩემ გამოსვლაში იქნება ძირითად საკითხებზე აქცენტი გამახვილებული. ჩემი მოხსენება იქნება დაყოფილი 3 ნაწილად, 2007-2008 წლის ტრანზაქციები, რომელთაც იძიებს პროკურატურა, ფინანსური მონიტორინგის სამსახური, საქმეს იძიებს საგადასახადო ინსპექცია და ეროვნული ბანკი. ჯერ ამ საკითხს შევეხები და ვიტყვი, რა მოხდა რეალურად. შემდგომ მეორე ნაწილი იქნება შეფასება, რომელიც მე გავაკეთე, თუ რატომ არის ეს საკითხი ორკესტრირებული და რატომ არის სახელმწიფოს მხრიდან ჩვენზე ზეწოლა, სახელმწიფო უწყებების მხრიდან ჩვენზე ზეწოლა, მესამე ნაწილი კი, იქნება დასკვნითი ნაწილი, რომელსაც მოგახსენებთ“, - განაცხადა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ: მას შემდეგ, რაც ბანკის საქმეზე მიმდინარე საგამოძიებო პროცესებთან დაკავშირებით, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე დაგაგმილი სხდომა ჩაიშალა, „თიბისის“ დამფუძნებლებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მზაობა, ესაუბრათ პარლამენტში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები