მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მოწევის შემცირებაზე აქციზის ზრდა ყველაზე მნიშვნელოვან ეფექტს ახდენს"

5b62f27f778bf
სალომე მეცხვარიშვილი
02.08.18 17:50
559
საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე მიიჩნევს, რომ მოწევის შემცირებაზე აქციზის განაკვეთის ზრდა ყველაზე მნიშვნელოვან ეფექტს ახდენს საქართველოს მსგავს ქვეყნებში.

მისი თქმით, ამასთან ერთად მთავრობა დგამს ნაბიჯებს სხვა ტიპის რეგულაციების შემოღების მიმართულებით, როგორიცაა, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევის აკრძალვა. დეპუტატი ამბობს, რომ ამ რეგულაციით მთავრობა პასიური მწეველების რაოდენობას შეამცირებს.

"ყველაზე მნიშვნელოვან ეფექტს ჩვენნაირ ქვეყნებში ახდენს აქციზის გადასახადის მომატება, თუ აქტიურ მწეველებზეა საუბარი. პასიურ მწეველებს კი მნიშვნელოვნად ამცირებს ჩვენი კანონი, რომელიც მივიღეთ. პრაქტიკულად ნულამდე უნდა დაიყვანოს პასიური მოწევა ამ კანონმა, თუ არ ჩავთვლით ბინებს, სადაც შეიძლება ადამიანები აგრძელებენ მოწევას და თავიანთი ოჯახის წვერების საფრთხის ქვეშ დაყენებას. სამწუხაროდ, კანონი ამას ვერ დაარეგულირებს.

ჩვენი მოსალოდნელი შედეგი არის ის, რომ პასიური მწეველების რიცხვი უნდა შემცირდეს, პირველივე წელსვე 20%-ით უნდა შემცირდეს ინფარქტები, ინსულტები და ა.შ.“,- აცხადებს აკაკი ზოიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები