მაესტროს მხრიდან გიორგი ისაკაძისთვის ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის საკითხს აფასებს კომპანია PSP-ს დამფუძნებელი კახა ოქრიაშვილი.
"ჩემთვის ბიზნესკონტაქტი ღირებულია, იმით რომ არის ობიექტური გადაცემა. სიამოვნებით ვთანამშრომლობ თქვენთან. მე არ ვუყურებ სხვა საინფორმაციო გადაცემებს მრავალი წელია. არ ვუყურებ არცერთ პოლიტიკურ თოქ-შოუს, რადგან ამ გადაცემებში არის არაობიექტურობა და სიყალბე. მოვუწოდებ ჩვენს მაყურებელს და საქართველოს მოსახლეობას, სიმართლე უფრო გაიგოს ფეისბუქში და თბილისის კაფეებში, ვიდრე ტელევიზიიდან და პოლიტკური თოქ-შოუდან. გამონაკლისი იყო მხოლოდ ბიზნესკონტაქტი, ამიტომ ვუყურებდი დ ვთანამშრომლობდი ბიზნესკონტაქტთან და იმედია მომავალშიც ვითანამშრომლებ.
წინასაარჩევნო პერიოდში არცერთი გადაცემის დახურვა არ შეიძლება, რადგან კითხვები იბადება.
ყველას ჰქონდა შანსი ყოფილიყო ბიზნესკონტაქტის ეთერში და აქედან გამომდინარე ეს იყო ბიზნესკონტაქტის ღირებულება“, - განაცხადა ოქრიაშვილმა.
"ბიზნესკონტაქტის" "საქმიანი დილას“ და "ანალიტიკას" გუნდი მხარდაჭერისთვის ყველა პირს მადლობას უხდის.

























