მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

[მრავალშვილიანობასთან დაკავშირებით] ძალიან ბევრი რამის ინიციირება შეიძლება - მიხეილ სარჯველაძე

სარჯველაძე

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების კუთხით, ბევრი რამის ინიციირებაა შესაძლებელი, შესაბამისად, ამ თემაზე მუშაობას და გარკვეული, ქმედითი ნაბიჯების გადადგმას გეგმავენ.

მისი თქმით, დახმარება არა მხოლოდ ეკონომიკურ გაძლიერებას მოიაზრებს, არამედ მხარდაჭერის არაერთი მექანიზმი არსებობს, რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იქნება.

"ცუდი არ იქნება, რომ მრავალშვილიანების დახმარება, ეფექტიანობა გაიზარდოს გაიზარდოს. მე ვიტყოდი, რომ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი თემის ინიციირება შეიძლება. სხვათაშორის, მხოლოდ ფინანსური დახმარება არ არის, რაც შეიძლება გაკეთდეს ამ მიმართულებით. ოჯახის გაძლიერების, მხარდაჭერის არაერთი ინსტრუმენტი არსებობს, ფინანსურის მიღმაც. შესაბამისად, ამ ბერკეტების და შესაძლებლობების გამოყენება ნამდვილად შესაძლებელია.

რა თქმა უნდა, ეს გულისხმობს მაგალითად ეკონომიკური გაძლიერების, დასაქმების პროგრამებში ჩართვის შესაძლებლობების გაუმჯობესებასაც . ყოველ შემთხვევაში, ღირს რომ ამ თემაზე კარგად ვიმუშაოთ და გარკვეული ნაბიჯები გადავდგათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები