მსახიობების ნაწილმა ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი პროტესტის ნიშნად დატოვა.
"დღეიდან აღარ ვარ ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის მსახიობი. დიდი მადლობა ყველას, ვისთან ერთადაც ეს წლები გავატარე ამ თეატრში", - წერენ ისინი სოციალურ ქსელში.
თეატრის დატოვების შესახებ განცხადება უკვე გაავრცელეს კახა კინწურაშვილმა, ეკა დემეტრაძემ, ნანკა კალატოზიშვილმა და გივიკო ბარათაშვილმა.
TV Priveli-ის ცნობით, თეატრი ასევე დატოვეს ტასო ჭანტურიამ და დავით ბეშიტაიშვილმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალი თეატრი დატოვეს მანუ თავაძემ, ლუკა ჯაფარიძემ და ირაკლი ჯაფარიძემაც.
მსახიობთა პროტესტი ვასო აბაშიძის თეატრის ფასადიდან ანდრო ჭიჭინაძის ბანერის ჩამოხსნას მოჰყვა.
ამავე თეატრის მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის ბანერი წარწერით: "თავისუფლება სისტემის პატიმრებს" - თეატრის მსახიობებმა შენობიდან 2025 წლის იანვარში, საპროტესტო წარმოდგენის შემდეგ გადმოფინეს.
თეატრის ადმინისტრაციამ ბანერი ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ახალი მუსიკალური პროექტის გადაღებებისთვის ჩამოხსნა, რასაც საზოგადოების პროტესტი მოჰყვა.
[მასალა განახლებადია]




























