მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე და იუმორისტი ონისე ცხადაძე დააკავეს.
ანდრო ჭიჭინაძე, დღეს რამდენიმე საათის წინ სახლიდან დააკავეს. იგი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. ამ დროისთვის უცნობია დაკავების მიზეზი. მსახიობის დიღმის სამმართველოში შეყვანის კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.
რაც შეეხება ონისე ცხადაძის დაკავებას, ამის შესახებ ინფორმაციას მისი ძმა, სანდრო ცხადაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.