„კრედიტინფო საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული ბოლო მონაცემებით, 2024 წლის თებერვლის მდგომარეობით, საფინანსო სექტორში 194 ათას 745 მსესხებელს 30 დღიდან 3 წლამდე პერიოდის ფარგლებში ვადაგადაცილება უფიქსირდება. შესაბამისად, გამოდის რომ ამ სეგმენტში ჯამურად პრობლემური სესხი მსესხებლების 10.1%-ს აქვს. ბოლო ერთ წელში იმ მსესხებლების რაოდენობა, რომლებსაც 3 წლამდე ვადაგადაცილება უფიქსირდება დაახლოებით 32 ათასითა შემცირებული. თუმცა საინტერესოა, რომ რამდენიმე თვეა, სტატისტიკურ ინფორმაციაში კრედიტინფომ ახალი მონაცემიც დაამატა, რომელიც იმ ფიზიკური პირების სესხებს მოიცავს, რომლებსაც 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილება აქვთ, თუმცა ამ შემთხვევაში ეს მონაცემი სამი წლის ვადით არ შემოიფარგლება და ყველა მიმდინარე ვადაგადაცილებულ კონტრაქტს მოიცავს. თუ ამ მონაცემს შევხედავთ, ვნახავთ, რომ მთლიანობაში ვადაგადაცილება 365 ათას 629 ადამიანს. რაც შეეხება ვადაგადაცილებული კრედიტების ჯამურ მოცულობას, ეს პორტფელი თითქმის 2.5 მლრდ ლარს აღწევს. როგორ შეიცვალა ბოლო პერიოდში ვადაგადაცილებული სესხების პორტფელი?
სტუმარი: ლაშა ბაღათურია - "კრედიტინფო საქართველოს" ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი;