მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მსგავსი მასშტაბის სტიქია დასავლეთ საქართველოში აქამდე არასდროს ყოფილა“ - გეოლოგი

სტიქია შოვში

„მსგავსი სტიქია დასავლეთ საქართველოში არასდროს ყოფილა, არა მხოლოდ ამ ხეობაში“ - ამის შესახებ გეოლოგმა, მერაბ გაფრინდაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, გუშინ შოვში მომხდარი სტიქია მასშტაბებით შესაძლოა შევადაროთ 1991 წლის რაჭა-იმერეთის ზონაში მომხდარ მიწისძვრასა და 2013-14 წლებში თბილისისა და დევდორაკის სტიქიებს.

„ადგილი ჰქონდა გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების თანხვედრას, ერთსა და იმავე დროსა და ადგილზე. კერძოდ, მიმდინარეობს ინტენსიური მყინვარის დნობა, რასაც დაემთხვა უხვი ატმოსფერული ნალექი, რამაც დინამიკაში მოიყვანა როგორც ხეობაში არსებული მყარი ნატანი, ასევე ადგილი ჰქონდა ნაპირების გარეცხვას, მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურებას და ეს ყველაფერი გადაისახა ღვარცოფში.

ჩვენი ვარაუდით, 5 მლნ კუბურ მეტრზე მეტი მყარი მასა მოვიდა დინამიკაში. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის გეოლოგები და ჰიდროლოგები უმოკლეს დროში ჩაერთნენ სამუშაოებში, რომლებიც ახლაც მიმდინარეობს. დღეს 6 ჯგუფია გასული, მიმდინარეობს არა მხოლოდ ვიზუალური დათვალიერება, არამედ ინსტრუმენტული მონიტორინგი და ვერტმფრენებით ხდება შემოვლა“, - ამბობს გეოლოგი.

გაფრინდაშვილის თქმით, ამ ეტაპზე სიტუაცია სტაბილურია და სტიქიის გამეორების საფრთხეები არ არსებობს: „სტიქია, რომელიც გუშინ განვითარდა, სრულად დაკავშირებულია ბუნებრივ ფაქტორებთან, რაც ამ რეგიონს დაატყდა. ამ ეტაპზე გამეორების საფრთხე არ არსებობს“.

გეოლოგი მედიასთან საუბრისას იმასაც აღნიშნავს, რომ ტერიტორიაზე კვლევები მიმდინარეობს, რომელთა შედეგებიც საზოგადოებისთვისაც გახდება ცნობილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები