მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მსგავსი რამ არსად ხდება, ცენტრალურ გზებზე ძროხები მრავლდებიან"

5b1e8bbf9114a
მაია ბიწაძე
11.06.18 18:44
1569
ბიზნესმენი თემურ ჭყონია იმ პრობლემაზე საუბრობს, რაც წლებია საქართველოს გზებზე გვხვდება. როგორც მან Bm.ge-ს განუცხადა, აქტიური ტურისტული სეზონი დაიწყო და საქართველოს გზებზე ძროხები წვანან. 

"განსაკუთრებით ეს პრობლემა გურიის გზაზეა. მგონი შემოვლითი გზა იმიტომ კი არ უნდა გაკეთდეს, რომ მანძილი დამოკლდეს, არამედ იმიტომ რომ ძროხებს ავცდეთ.
წარმოუდგენელი რამ ხდება, გურიაში შუა გზაზე ძროხები მრავლდებიან, შეჯვარებაც იქ ხდება, დაბადებაც და წველაც... ასეთი ეგზოტიკური სანახაობა ალბათ არსად არსებობს, ტურისტები ტრანსპორტს აჩერებენ, ჩამოდიან და ფოტოებს უღებენ, მგონი ეს საქართველოში ტურისტების მოზიდვის ახალი მიმართულება შეიძლება გახდეს", - აცხადებს თემურ ჭყონია და ამბობს, რომ ამ პრობლემას მრავალი წელია არაფერი ეშველა და ალბათ არც გამოსწორდება, რადგან ისინი ვინც ამას ყურადღებას უნდა აქცევდნენ, საერთოდ არ ინტერესდებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები