მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მშენებლობა განვადებით” - რა მასშტაბი აქვს მთავრობის ₾0,5 მილიარდიან პროგრამას?

BM.GE
11.01.23 11:17
258
მთავრობის ნახევარ მილიარდიანი პროექტის შეფასებით ვიწყებთ გადაცემის ამ ბლოკს. თითქმის ერთი წლის წინ, 2022 წლის თებერვალში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამშენებლო სექტორის წახალისების მიზნით მთავრობის 500 მილიონი ლარის ღირებულების პროექტის დაწყება დააანონსა. პროექტის ფარგლებში მთავრობამ სამშენებლო ბიზნესს სხვადასხვა საჯარო ინფრასტრუქტურის აშენებისთვის დაკვეთა და თანხის განვადებით გადაიხდის პირობა შესთავაზა. შედეგად, მთავრობა 4-5 წლის გასაკეთებლის “ერთ წელში გაკეთებას” გეგმავდა. მთავრობისვე გათვლებით, აღნიშნულმა პროგრამამ ეკონომიკის ზრდა 1-დან 2%-მდე უნდა დააჩქაროს. 

გასულ თვეებს თუ გადავხედავთ, ამ პროგრამის ფარგლებში ძირითადად წყალმომარაგების კომპანიამ გამოაცხადა რამდენიმე ტენდერი. პროგრამის მიმართ ბიზნესი დიდად არ აქტიურობს. ამასვე ადასტურებს დარგობრივი ასოციაციაც. ბაზარზე წარმოდგენილი კომპანიების დიდ ნაწილს სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებული პირობებით პროექტებში მონაწილეობის ფინანსური რესურსი არ გააჩნია. კომპანიები საჭირო დაფინანსებას ვერც ბანკებისგან იღებენ, რაშიც მათ სახელმწიფოს მხრიდან მედიატორის როლის შესრულება სჭირდებათ. რამდენად გამოდგა პროგრამა ისეთივე მასშტაბური, როგორი გათვლაც მთავრობას ჰქონდა? 

სტუმარი: ზვიად თოიძე - სამშენებლო კომპანია "ინსი"-ს გენერალური დირექტორი; ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები