მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მშენებლობა წლიურად 6%-ით გაძვირდა - გავლენა გასაყიდი ბინების ფასებზე

საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის მარტში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 2.2%-ით, ხოლო წლიურად 6.3%-ით გაიზარდა. მათ შორის საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაზრდილია 3.1%-ით, ხოლო წლიურად 9.2%-ით.

თებერვალთან შედარებით 3.6%-ით, წინა წელთან შედარებით კი 5.5%-ით გაიზარდა არასაცხოვრებელი სეგმენტის ინდექსიც. მარტში თვიურ ჭრილში ინდექსის ზრდა ძირითადად განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ნომინალური ხელფასის 11.7%-იანი ზრდით, რამაც ჯამური ინდექსის ცვლილებაში 2.2 პროცენტული პუნქტი შეიტანა.

წლიური ზრდის მიზეზებშიც წამყვანი ფაქტორი დასაქმებულებისთვის გადახდილი შრომითი ანაზღაურებაა, რაც 22%-იან ზრდას მოიაზრებს, რაც შეეხება სამშენებლო მასალებს გაძვირებამ კი 2.7% შეადგინა. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი ჯამში 23.5%-ით არის გაზრდილი.

აისახება თუ არა გაზრდილი ინდექსი გასაყიდი უძრავი ქონების ფასზე?

სტუმარი: ვლადიმერ რობაქიძე - „აპექს დეველოპმენტის“ დირექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები