თბილისის მერიის მიერ bm.ge-სთვის მოწოდებული სტატისტიკის თანახმად, 2018 წლის 1 იანვრიდან დღემდე მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო 44 კომპანია დაჯარიმდა.
ჯამში კომპანიებისთვის დაწესებული ჯარიმების მოცულობა 834 000 ლარს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის ფარგლებში გამკაცრდა სამშენებლო ობიექტებზე უსაფრთხოების წესების დარღვევაზე დაკისრებული სანქციები და თბილისის მერის განცხადებით, გაზრდილი ჯარიმების შედეგად შემცირდა დაზარალებულთა რაოდენობა.
მშენებლობაზე უსაფრთხოების ნორმების დარღვევისთვის ჯარიმები 50 ლარიდან იწყება და 30 000 ლარამდე ადის.

























