თბილისის მუნიციპალიტეტის სხდომაზე კახა კალაძემ მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ისაუბრა. მერის განცხადებით, გატარებული პოლიტიკის შედეგად სიტუაცია გამოსწორდა და შემცირდა დაზარალებულთა რაოდენობა.
ჯარიმების გაზრდის შესახებ საუბრისას მერმა განაცხადა:
„ჩვენ იგივე დამოკიდებულება და მიდგომა გვქონდა როდესაც მშენებლობებზე უსაფრთხოების თვალსაზრისით გარკვეული გადაწყვეტილებები მივიღეთ. ბევრი სკეპტიკურად უყურებდა ჩვენს მიდგომას. საუბარი იყო, რომ ჯარიმების გაზრდით ჩვენ ამ პრობლემას ვერ მოვაგვარებდით. თუმცა შედეგები უკვე სახეზეა. მაგრამ აქაც მინდა ვთქვა, რომ ეს არ არის ის შედეგი, რაც ჩვენ გვინდა საბოლოოდ მივიღოთ. თუმცა მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული მშენებლობებზე უსაფრთხოება“, - განაცხადა მერმა.

























