მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მშენებლობის და სოფლის მეურნეობის სექტორებში შემცირებაა|საქსტატი

კოლაჟი სოფლის მეურნეობა მშენებლობა

საქსტატმა 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პირველი კვარტალის დეტალური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც პერიოდის განმავლობაში საქართველოს მშპ მიმდინარე ფასებში 24.8 მილიარდ ლარს შეადგენდა, ხოლო რეალური ეკონომიკური ზრდა კი 9% იყო. დარგების მიხედვით თითქმის ყველა სექტორში ფიქსირდება მატება, თუმცა ორ სექტორში - მშენებლობის და სოფლის მეურნეობის დარგებში შემცირებაა.

საქსტატის თანახმად, 2026 წლის პირველ კვარტალში მშენებლობის სექტორის ზომამ შეადგინა 1.4 მილიარდი ლარი მიმდინარე ფასებში, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კლება 2%-ს შეადგენდა. საქსტატის თანახმად, მშენებლობის სექტორში კლება ძირითადად დაკავშირებულია მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების - გზების და გვირაბების მშენებლობის დასრულებასა და მათ ექსპლოატაციაში შესვლასთან.

სოფლის მეურნეობის სექტორის ზომა კი პირველ კვარტალში 978 მილიონი ლარი იყო, წლიურ ჭრილში აღნიშნულ სექტორში 3.3%-იანი ვარდნა ფიქსირდება.

2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკის სექტორები ზრდის ტემპის მიხედვით ასე ნაწილდება:

სექტორი სექტორის მოცულობა მიმდინარე ფასებში სექტორის ზრდა
ინფორმაცია და კომუნიკაცია 2255 მილიონი ლარი; 36.0%
ტრანსპორტი და დასაწყობება 1333 მილიონი ლარი; 18.0%
წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები 214 მილიონი ლარი; 17.4%
ხელოვნება, გართობა და დასვენება 951 მილიონი ლარი; 14.5%
ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები 978 მილიონი ლარი; 12.6%
განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები 744 მილიონი ლარი; 12.4%
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები 1287 მილიონი ლარი; მილიონი ლარი; 11.7%
სამთომოპოვებითი მრეწველობა 284 მილიონი ლარი; 10.4%
პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები 543 მილიონი ლარი; 9.4%
სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება 1566 მილიონი ლარი; 7.4%
შინამეურნეობების, როგორც დამქირავებლის, საქმიანობები; არადიფერენცირებული საქონლის და მომსახურების წარმოება შინამეურნეობების მიერ საკუთარი მოხმარებისათვის 29 მილიონი ლარი; 6.9%
ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები 247 მილიონი ლარი; 6.6%
ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება 525 მილიონი ლარი; 6.5%
საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი 2869 მილიონი ლარი; 5.5%
სხვა სახის მომსახურება 162 მილიონი ლარი; 3.5%
უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები 2184 მილიონი ლარი; 3.1%
განათლება 1422 მილიონი ლარი; 0.7%
დამმუშავებელი მრეწველობა 1790 მილიონი ლარი; 0.3%
მშენებლობა 1387 მილიონი ლარი; -2.0%
სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა 978 მილიონი ლარი. -3.3%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები